18 ივნისი 2026,   21:05
ვრცლად
ჟენევაში, უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე დღე 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ დასრულდა

ჟენევაში, უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე დღე სულ რაღაც ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ დასრულდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მოსკოვის მთავარმა მომლაპარაკებელმა, ვლადიმერ მედინსკიმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "რთული, მაგრამ საქმიანი" იყო და შემდეგი შეხვედრა "უახლოეს მომავალში გაიმართება".

უკრაინის მთავარი მომლაპარაკებლის პრესსპიკერმა მედიას დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებები დასრულდა.

მოლაპარაკებების დასრულებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრები "რთული" იყო და რუსეთის დელეგაცია "მოლაპარაკებების გაჭიანურების მცდელობაში" დაადანაშაულა. მისი თქმით, რომ არა ეს მცდელობები, "შესაძლოა, უკვე საბოლოო ეტაპზე ყოფილიყვნენ მისული".

დღის ამბები