თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასთან ერთად ავტომობილში მყოფი ერთი პირი კი დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.