07 აგვისტო 2026,   22:24
ვრცლად
მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო რეიტინგის 56 პოზიციაზეა

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსი გამოქვეყნდა - ინდექსი 181 ქვეყანაში ტარდება.

საქართველო 56 პოზიციაზეა. ქვეყნები 100 ბალიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას. პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ასევე უსწრებს ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს.

რეიტინგში პირველ პოზიციაზე 89 ქულით დანიაა, ბოლოზე კი სამხრეთ სუდანი.

დღის ამბები