19 ივნისი 2026,   03:43
ვრცლად
ირანი და შეერთებული შტატები დღეს ომანში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ

ირანი და შეერთებული შტატები დღეს ომანში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ.

Reuters-ის ინფორმაციით, შტატებს სურს, დიალოგი ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს მოიცავდეს.

საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, მხარეებს შორის უთანხმოებაა, რადგან თეირანი აცხადებს, რომ სურს, ომანის დედაქალაქ მასკატში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს მხოლოდ ბირთვული საკითხები განიხილონ. ომანში უკვე ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღის ამბები