12 აგვისტო 2026,   13:33
ვრცლად
ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრება და მის ინტერესებს არ დაიცავს, ბოლო ეს არის, ჩირქში იქნებიან შემძვრალი, როგორც ახლა არიან - ირაკლი ზარქუა

აგვისტოს ომის თემაზე სააკაშილი კითხვებს პასუხს არ სცემს სამაგიეროდ ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს.

ექსპრეზიდენტი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი უცხოეთში ისვენებენ.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ზაფხულის პერიოდში აქტიურობას ერიდება, რადგან, მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების გვერდით ყოფნა მათთვის პოლიტიკურად არამომგებიანია.

ზარქუა ოპოზიციას საქართველოს ინტერესებისგან დაშორებულ ძალად და უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედ ჯგუფად აფასებს. 

"ზოგი შეიძლება ახლა ისვენებს, ზოგს სათქმელი არ აქვს, ზოგი კიდე ნუ მიხვდა, რომ ამ ლუზერებთან დგომას ჯობია ისევ თავის სახლში იყოს და სხვა საქმით დაკავდეს და სწორიც არის. ჩვენ გვყავს სამწუხაროდ ეს რადიკალური ოპოზიცია, რომელთაც კავშირი ქართველებთან არ აქვს, საქართველოს მოსახლეობასთან არ აქვთ, ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან არ აქვთ. ეს არის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედი ოპოზიცია და ესე იგი იქ ეტყობა მათი პატრონები ზაფხულში ისვენებენ და შესაბამისად ასვენებენ ამათაც.

ახლა ხან რას აბრალებს და ხან რას. სინამდვილეში ერთი ვერ გაუაზრებია სააკაშვილს და მის მიმდევრებს, რომ ეტყობა ესენიც მიხვდნენ, რომ ლუზერებთან დგომა არ აწყობთ, რომ სააკაშვილი არის წარსული. ამიტომაც მოთქვამს, ამიტომაც ჩივის, რომ ე.ი. არ ჩანსო ფრონტის ხაზზე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიო.

ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრება და მის ინტერესებს არ დაიცავს, ბოლო ეს არის. ჩირქში იქნებიან შემძვრალი, როგორც ახლა არიან“, - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები