13 აგვისტო 2026,   06:50
ვრცლად
"ვაზიანის აეროპორტი რეგიონში მნიშვნელოვან საერთაშორისო ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს" - ლევან მოსეშვილი

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის აქტიური მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შეხვდა. იმსჯელეს აეროპორტის განვითარების ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით , ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ლევან მოსეშვილის განცხადებით, AMD Sigma-ს წარმომადგენლებმა ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია პირველად დაათვალიერეს და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. მისი თქმით, კომპანია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებსაც გეგმავს.

"დღეს კომპანიის წარმომადგენლები პირველად იყვნენ საველე გასვლაზე ვაზიანის აეროდრომზე. ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია შეისწავლეს და გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
AMD Sigma-ს წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ მიერ შესამუშავებელი დოკუმენტი იყოს სრულყოფილი. ეს დოკუმენტი ერთ-ერთი ძირეული და მთავარი იქნება ახალი აეროპორტის განვითარებისათვის, რათა ვაზიანის აეროპორტი რეგიონში მნიშვნელოვან საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდეს", – აცხადებს ლევან მოსეშვილი.

დღის ამბები