ევროკავშირის მიერ რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის გამო, უნგრეთმა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბუდაპეშტი აცხადებს, რომ მსგავსი აკრძალვის დაწესებას ერთსულოვანი პოზიცია სჭირდება, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი იზღუდება ქვეყნების სუვერენიტეტი, რადგან წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ ენერგიის მომწოდებლები.