შეტაკებები იყო იტალიის ქალაქ ტურინში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს, სხვადასხვა საგნებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, ძალოვნებმა სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა 100 სამართალდამცველი.
მოსახლეობის ნაწილის ქუჩაში გამოსვლის მიზეზად სოციალური ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება სახელდება.
დაშავებული პოლიციელები მოინახულა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ჯორჯია მელონმა მომიტინგეებს ორგანიზებული კრიმინალები უწოდა და თქვა, რომ ეს არ იყო პროტესტი და ამას მკვლელობის მცდელობა ჰქვია.
"ესენი არ არიან დემონსტრანტები. ესენი არიან ორგანიზებული კრიმინალები. როცა ვინმეს ჩაქუჩს ურტყამ, კარგად იცი, რომ შედეგები შეიძლება ძალიან, ძალიან მძიმე იყოს. ეს არ არის პროტესტი, ეს არ არის შეტაკება. ამას ჰქვია მკვლელობის მცდელობა. ველი, რომ პროკურატურა შეაფასებს ამ ფაქტებს და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გამოიყენებს მოქმედ კანონებს. უზრუნველყოფს მკაცრ რეაგირებას. რათა აღარ განმეორდეს ის, რომ დამნაშავეთა გამოვლენას პასუხისმგებლობა არ მოჰყვეს. თუ ვერ ვახერხებთ მათ დაცვას, ვინც ჩვენ გვიცავს, მაშინ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს", - წერს ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში.