18 ივნისი 2026,   21:14
ვრცლად
სამხრეთ იტალიაში ციკლონმა "ჰარიმ" მილიარდ ევროზე მეტი ზარალი გამოიწვია

სამხრეთ იტალიაში ციკლონმა "ჰარიმ" მილიარდ ევროზე მეტი ზარალი გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად სიცილია და სარდინია დააზიანა, სადაც განადგურებულია გზები, პორტები და სანაპირო ინფრასტრუქტურა. მხოლოდ სიცილიაში ზარალი 740 მილიონ ევროს აჭარბებს.

იტალიის სანაპირო დაცვა საგანგებო რეჟიმში მუშაობს - სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 450-ზე მეტი თანამშრომელი და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი კვლავ დაკეტილია.

დღის ამბები