18 ივნისი 2026,   21:14
ვრცლად
გრენლანდიის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და NATO-ელი მოკავშირეების წინააღმდეგ ეკონომიკური ტარიფები აღარ ამოქმედდება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და NATO-ელი მოკავშირეების წინააღმდეგ ეკონომიკური ტარიფები აღარ ამოქმედდება.

ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "თრუს სოუშალზე" დაწერა, რომ კუნძულთან დაკავშირებულ მომავალ გარიგებას საფუძვლად ჩარჩო შეთანხმება დაედება. კომპრომისის გამონახვა კი NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან "ძალიან პროდუქტიული" შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ტრამპი აღნიშნავს, რომ გარიგება სამუდამოა.

მისივე თქმით, NATO-ელ მოკავშირეებთან ამჟამად მიმდინარეობს განხილვები საჰაერო თავდაცვის სისტემა - "ოქროს გუმბათთან" დაკავშირებით, რომლის განთავსებასაც აშშ გრენლანდიის ტერიტორიაზე გეგმავს.

დღის ამბები