05 აგვისტო 2026,   14:43
ვრცლად
გასულ წელს ტურიზმში, კერძოდ შემოსავლების ნაწილში, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ირაკლი ნადარეიშვილი

2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც - გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს ტურიზმში, კერძოდ, შემოსავლების ნაწილში, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

"გასული წლის ტურიზმის მაჩვენებელშიც, შემოსავლების ნაწილშიც დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, ტურიზმის ინდუსტრიაში ძირითადი ნაწილი და ზრდა მოდის სამიზნე ბაზრებზე, ეს არის ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ყურის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას", - აცხადებს ნადარეიშვილი. 

დღის ამბები