ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ირანის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.
განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ გააუქმა ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომლებიც გუშინ უნდა განხორციელებულიყო," – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში