08 ივნისი 2026,   13:20
ვრცლად
შუახევში კაცი დაჭრეს - გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს. როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

დღის ამბები