რძის სექტორის განვითარების საკითხებზე დარგის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა. საუბარი შეეხო 2026 წელს დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც პირველადი წარმოებისა და ცხოველთა გადაადგილების კონტროლის გამკაცრებას, ასევე დამატებით ვეტერინარული ნორმების ეტაპობრივ ამოქმედებას ითვალისწინებს. განიხილეს ნედლ რძეში აფლატოქსინის ზღვრული ნორმისა და წარმოების წახალისების მექანიზმებიც.