18 ივნისი 2026,   21:14
ვრცლად
პოლიტიკური ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის" ევროპარლამენტში კენჭისყრაზე ევროკომისიის პრეზიდენტის უნდობლობის ახალ ვოტუმის წარადგენს

პოლიტიკური ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის" ევროპარლამენტში მიმდინარე კვირას კენჭისყრაზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დე ლაიენის, უნდობლობის ახალ ვოტუმის წარადგენს. ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

პარტიის წარმომადგენელმა მედიას უთხრა, რომ მიმდინარეობს დოკუმენტის ტექსტის მომზადება, მიზეზი კი ევროკავშირის მიერ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული "მერკოსურის" შეთანხმებაა.

პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი ჟორდან ბარდელა ბრიუსელსა და პარიზს ევროპელი ფერმერების ინტერესების წინაშე კაპიტულაციაში ადანაშაულებს. ბარდელას განცხადებით, ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის ადგილობრივ სოფლის მეურნეობას და არღვევს სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

დღის ამბები