მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, შემეცნებითი აქტივობები და საინტერესო შეხვედრები - ბაკურიანში ახალგაზრდული ზამთრის ბანაკი დასრულდა. მასში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 60-მდე მოზარდმა მიიღო.
დასკვნით დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.