06 აგვისტო 2026,   00:16
ვრცლად
ვინ დაიჯერებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო ღიად ანტირუსი ხელისუფლება - ხატია დეკანოიძე

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე წინა ხელისუფლების პროდასავლურ კურსსა და მკაფიო პოზიციას უსვამს ხაზს.

მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლება აშკარად ანტირუსულ პოლიტიკას ატარებდა. 

"ვინ დაიჯერებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და ჩვენი  წინა ხელისუფლება არ იყო ღიად ანტირუსი ხელისუფლება.

ჩვენ მაშინ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, გამხდარიყო ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი, ჩვენ ვავითარებდით ეკონომიკას ქვეყანაში და მშვიდობას," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების დინამიკასა და ქვეყნის საგარეო კურსზე საუბრობს.

"საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი პოზიცია რუსეთთან ურთიერთობის მიმართებაში.

რაც შეეხება 2008 წლის მერე გადადგმულ ნაბიჯებს, როდესაც ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაცია ყველაზე ხელშესახები სწორედ ამ პერიოდში იყო.

ბუნებრივია, ამ ასეთ პირობებში, ასეთი მთავრობის პირობებში რუსეთთან ნორმალიზება ურთიერთობის ეკონომიკური იქნება, კულტურული და ასე შემდეგ, სავსებით მიზანშეწონილია,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

დღის ამბები