18 ივნისი 2026,   21:14
ვრცლად
"ვფიქრობ, მაკრონი მართალია - დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს" - იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონი მართალია, როცა ამბობს, რომ ევროკავშირიც რუსეთს უნდა ესაუბროს.

მელონის განცხადებით, ევროპა თუ ორი მხარიდან მხოლოდ ერთს ესაუბრება, მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება.

"ვფიქრობ, მაკრონი მართალია ამ საკითხში. მე მჯერა, რომ დადგა დრო, ევროპამაც ისაუბროს რუსეთთან. თუ ევროპა გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების ამ ფაზაში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ორი მხრიდან ერთ-ერთთან საუბრით, მეშინია, რომ საბოლოოდ მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება“, – აღნიშნა მელონიმ.

 

დღის ამბები