18 ივნისი 2026,   21:15
ვრცლად
მინესოტას შტატში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე მოკლეს - მედიის ცნობით, 37 წლის ქალმა მათთვის მანქანის დაჯახება სცადა

მინესოტას შტატის ქალაქ მინიაპოლისში, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე მოკლეს, რომელიც ოფიცრებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას და გზის გადაკეტვას ცდილობდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, როცა მან სამართალდამცველებისთვის მანქანის შეჯახება სცადა.

ფაქტს ადასტურებს შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიცრები მისამართებზე ოპერაციებს ატარებდნენ, დემონსტრაციის მონაწილეებმა კი მათთვის ხელის შეშლა სცადეს.

მინიაპოლისის მერის ინფორმაციით, 37 წლის ქალი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იყო.

დღის ამბები