აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შეხვდება. ჟურნლისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ გრენლანდიის დაკავებას, რუბიომ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
მარკო რუბიომ ასევე ისაუბრა ვენესუელაზე და აღნიშნა, რომ აშშ-ის ვენესუელის მთავრობაზე "უზარმაზარი კონტროლი" აქვს.
"მთავარი ის არის, რომ ამჟამად არსებობს პროცესი, სადაც ჩვენ უზარმაზარი კონტროლი და ბერკეტები გვაქვს იმაზე, რას აკეთებენ და რას შეუძლიათ დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ. თუმცა, ცხადია, ეს გარდამავალი პროცესი იქნება", – განაცხადა რუბიომ.