16 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ გააჩნია იმ დემაგოგიას, რომელსაც ოპოზიცია "იგლ ჰილსის" პროექტებთან დაკავშირებით ავრცელებს - გია ვოლსკი

კიდევ ერთი დასტური, რომ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია სიცრუეზე არის აგებული - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "იგლ-ჰილსის" პროექტზე საუბრობენ. კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ფასებზე, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელ კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 2 ათასი დოლარიდან დაიწყება, რაც აპარტამენტის რემონტსაც ითვალისწინებს.

უმრავლესობაში იხსენებენ ოპოზიციის ცრუ კამპანიას და განცხადებებს, რომ კვადრატულის ფასი 10 ათას დოლარამდე იქნებოდა. მათი თქმით, დეზინფორმაციის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ გააჩნია იმ დემაგოგიას, რასაც ოპოზიცია "იგლ ჰილსის" პროექტებთან დაკავშირებით ავრცელებს.

"კონკრეტული მიზნით არის ეს მოტანილი, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაღიზიანდეს და ამაში გაერთიანდეს ძალები, რომლებიც თითქოსდა კონსერვატიულ ეროვნული რევოლუციის პლატფორმაზე დგანან და ის ძალები, რომლებიც თითქოსდა ევროპულ ღირებულებებს იცავენ საქართველოში. ამათი გაერთიანება არის მხოლოდ ერთ ინტერესსა და მიზანზე ორიენტირებული, რომ როგორმე საქართველოში არ მოხდეს ეკონომიკური სტაბილიზაციის და წინსვლის შეუქცევადი პროცესი. როგორმე იქნებ ვალუტის კურსს შეექმნას საფრთხე და შეიქმნას ისეთი წინაპირობები, რომ გაღიზიანებული საზოგადოება ქუჩებში გამოვიდეს. არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ გააჩნია იმ დემაგოგიას რასაც ისინი ავრცელებენ. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ კვადრატული მეტრის ფასზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო ეკონომიკურად გაძლიერდება. უამრავი ბიზნესი სხვადასხვა ქვეყნიდან დაინტერესდება საქართველოთი და, რა საკვირველია, ამას ექნება პოზიტიური გავლენა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ამოცანაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები