16 აგვისტო 2026,   09:24
ვრცლად
ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 38-ს მიაღწია

აღმოსავლეთ ინდონეზიის სანაპიროსთან მომხდარ 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას და ათობით განმეორებით ბიძგს, სულ მცირე 38 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ, ინდონეზიის რამდენიმე რაიონში დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები დაფიქსირდა. ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება, მიწისძვრიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ გაუქმდა.

ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემების თანახმად, გარდაცვლილია 38 ადამიანი, 2-ს მძიმე დაზიანებები აქვს, 11 პირი კი მსუბუქად არის დაშავებული. უსაფრთხო ტერიტორიაზე დაახლოებით 2000 ადამიანია გადაყვანილი.

მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.

დღის ამბები