16 აგვისტო 2026,   02:14
ვრცლად
მიზანი არის, რომ მოხდეს ესკალაცია ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც 20% დღესაც ოკუპირებული აქვს და მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი, მოხდეს საომარი დაპირისპირება - აკაკი ალადაშვილი

გლობალური ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის ახალი გეგმა - ვინ ცდილობს საქართველოში რუსოფობიის გაღვივებას და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღის წამოწყებას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ე.წ დიფ სთეითს სურს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, თბილისი კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.

"ქართული ოცნების" წევრები განმარტავენ, რომ გარე მტრული ძალების მიზანი რუსოფობიური განწყობების ხელოვნურად გაზრდა, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლა და ვითარების ესკალაციაა.

"მიზანი არის, რომ მოხდეს ესკალაცია ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც 20% დღესაც ოკუპირებული აქვს და მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი, მოხდეს საომარი დაპირისპირება პირველ რიგში და ანუ ჯერ დაიწყოს ეს იმით, რომ მოხდეს ეკონომიკური ურთიერთობის შეჩერება, რაც არცერთ შემთხვევაში არ დააზიანებს რუსეთის ფედერაციას და დააზიანებს მხოლოდ საქართველოს, ჩამოიშლება ჩვენი ეკონომიკა და დაზიანდება ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი.

დღის ამბები