18 ივნისი 2026,   21:15
ვრცლად
ილონ მასკი: USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქიანი ბურთი

USAID-ი ერთდროულად აფინანსებდა როგორც არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიას, რომელსაც 2020 წლის არჩევნები უნდა მოეპარა, ასევე აწარმოებდა და ავრცელებდა "შეიარაღებულ ვირუსს", - ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ x-ზე, ილონ მასკი აზიარებს და წერს: "USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქიანი ბურთი".

x-ის ერთ-ერთი გვერდის განცხადებაში, აღნიშნულია, რომ USAID-ი აფინანსებდა, როგორც ვუჰანის ლაბორატორიის ფუნქციის გაზრდის კვლევას, ასევე SMARTMATIC-ის საარჩევნო სისტემებს. განცხადების ავტორი სვამს კითხვას, დამთხვევა იყო, თუ არა, რომ კოვიდი ზუსტად 2020 წლის არჩევნების პერიოდში გაჩნდა?

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე მემარცხენე მილიარდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და USAID-მა დააფინანსეს ფერადი რევოლუციების მცდელობები მთელ ამერიკაში.

დღის ამბები