06 აგვისტო 2026,   20:54
ვრცლად
2025 წელი მსოფლიო სპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა - გასულმა წელმა დაამტკიცა, რომ სპორტს მთელი მსოფლიოს გაერთიანება შეუძლია

2025 წელი მსოფლიო სპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. წელი, რომელმაც ნათლად აჩვენა, როგორ იცვლება სპორტის თანამედროვე სტანდარტები, გმირებით, კონკურენციითა და რეკორდებით.

2025 წელი ისტორიული და დაუვიწყარი გამოდგა პსჟ-სთვის. ფრანგულმა კლუბმა არსებობის მანძილზე პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და საფრანგეთის სუპერთასი. ტოტენჰემთან მოიგეს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი და პარიზელთა მიერ ნაჩვენებმა ამ შედეგებმა და მიღწევებმა განაპირობა ის, რომ კლუბის წევრთა უმრავლესობა, ყველა ნომინაციაში საკუთხესო გახდა.

2025 წელს ერთადერთი ტიტული, რომლის დასაკუთრებაც პარიზულმა კლუბმა ვერ მოახერხე ეს პირველად ჩატარებული მსოფლიოს ისტორიული საკლუბო ჩემპიონატი იყო, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა, სადაც ჩემპიონი ლონდონის ჩელსი გახდა. ენცო მარსეკას გაწვრთნილმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ ფინალში 3:0 დაამარცხა და პირველი კლუბი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

2025 გამორჩეული იყო ქალთა ფეხბურთისთვის. ზედიზედ მეორედ, ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ტურნირის ფინალში, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1-1 დასრულდა, ინგლისელებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხეს. 25-ე წუთზე ესპანეთი მარიონა კალდენტეიმ დააწინაურა, ხოლო 57-ე წუთზე ალესია რუსომ წონასწორობა აღადგინა. 2022 წლამდე ინგლისელებს კონტინენტის პირველობა მოგებული არ ჰქონდათ, რადგან იქამდე ბრიტანელები ფინალში ორჯერ დამარცხდნენ.

2025 წელი წარმატებული აღმოჩნდა ინგლისის ქალ მორაგბეთა ნაკრებისთვისაც, რომელმაც საკუთარი კედლების ფაქტორი გამოიყენა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადის ნაკრებს დამაჯერებლად 33:13 მოუგო. ამ ტიტული მოპოვებით ინგლისის ქალ მორაგბეთა ნაკრები ისტორიაში მესამედ პლანეტის უძლიერესი გუნდი.

2025 წელი მნიშვნელოვანი იყო საკალათბურთო სამყაროსთვის და განსაკუთრებით გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. ფრანც ვაგნერისა და დენის შროდერის ლიდერობით ბუნდესნაკრებმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ყველა ბარიერი დაძლია. მათ შორის მოუგო ლუკა დონჩიჩის სლოვენიის ნაკრებს და დაამარცხა ფინეთის საკმაოდ ძლიერი გუნდი. ევრობასკეტის ფინალში კი თურქეთის ნაკრებს 88:83 სძლია და 1993 წლის შემდეგ ისტორიაში მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა. ევრო პირველობის საუკეთესო მოთამაშედ კი გერმანელთა გამორჩეული მოთამაშე, დენის შროდერი დასახელდა.

თურქებმა, სანაკრებოსგან განსხვავებით, ტიტული არავის დაუთმეს საკლუბო დონეზე და საკალათბურთო ევროლიგის გამარჯვებულების გახდნენ, რომლის ფინალშიც ფენერბახჩემ მონაკო დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა ისტორიაში მეორედ იზეიმა. ფენერბახჩემ ფრანგულ კლუბს 81:70 მოუგო და მეტოქე დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა. სტამბოლელებმა 2017 წლის შემდეგ ევროლიგის ტიტული პირველად მოიგეს.

გამორჩეული წელი აღმოჩნდა, მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგისთვის. ოკეანის მიღმა, სეზონის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად ნამდვილი საკალათბურთო დრამა გაიმართა, სადაც ბეჭდების მფლობელთა ვინაობა 7 მატჩიანი დაპირისპირების შემდეგ გამოვლინდა. სუპერ ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში ოკლაჰომამ ინდიანა 103:91 დაამარცხა და 1979 წლის შემდეგ, პირველად გახდა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული.

2025 წელს ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ტერენს კროუფორდმა 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. მან ბოლო ბრძოლა სექტემბერში ჩაატარა, სადაც კანელო ალვარესი დაამარცხა და სუპერ საშუალო წონის მეფე გახდა. კროუფორდის დებიუტი პროფესიონალურ კრივში 2008 წელს შედგა და 17 წლის განმავლობაში ლეგენდარულმა მოკრივემ ჯამში 18 ტიტული 5 სხვადასხვა დივიზიონში მოიგო.

65 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ამერიკელებმა ფინალში შვეიცარია 1:0 დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

2025 წელი სპორტული მიღწევების კუთხით, წარმატებული და შთამბეჭდავი იყო. 2026-ს კი მსოფლიო უკეთესის მოლოდინით ხვდება. მომავალ წელს სპორტის მოყვარულთა ყურადღება თეთრი სახლისკენ იქნება მიმართული, რადგან UFC-ს ღონისძიება ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობის სურვილი შერეული ორთაბრძოლების ისეთმა ვარსკვლავებმა გამოთქვეს, როგორებიც კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსი არიან. წინ დაუვიწყარი და სპორტული მიღწევების წელი გველოდება, წელი რომელიც კიდევ უფრო მეტად დაამტკიცებს, რომ სპორტს მთელი მსოფლიოს გაერთიანება შეუძლია.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

დღის ამბები