ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს თუ ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს თუ ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მივა. ჩვენ მზად ვართ", – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.