2026 წლის დადგომა, სრულიად საქართველოს, ტრადიციულად, პირველმა კათალიკოს-პატრიარქმა მიულოცა. ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში განსაკუთრებულად ახალგაზრდებს მიმართა.
კათალიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს რწმენისა და ზნეობის ერთიანობის მცველს, ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა ხალხმა ზეწოლის მიუხედავად, დაიცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები. პრეზიდენტის განცხადებითვე, ერთად ყოფნით ნებისმიერი სირთულის დაძლევაა შესაძლებელი.
2025 წელი, როგორც მყარი წინაპირობა იმისა, რომ 2026 საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება - ახალი წლის შემოსვლა საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ამ სიტყვებით მიულოცა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასული წელი სახელმწიფო სისტემების დახვეწისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით გადამწყვეტი იყო.
ისტორიული და გამორჩეული იყო 2025 წელი საქართველოსთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით. შალვა პაპუაშვილმა ახალი წელი საქარტველოს ბოდბის დედატა მონასტრიდან მიულოცა და განსაკუთრებული აქცენტი იმ გამოწვებზე გააკეთა, რომლის გადალახვაც ქვეყანას გასული წლის განმავლობაში მოუწია. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანამ წარმატებით გაუძლო იმ წნეხს, რომლიტაც გარე თუ შიდა ძალებმა საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა სცადეს.
2026 წლის დადგომა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გალა კონცერტებით აღინიშნა.