08 ივნისი 2026,   14:40
ვრცლად
მარნეულში პოლიციამ, თაღლითობის ბრალდებით, აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1983 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთ მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთებს თაღლითურად დაეუფლნენ.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები