16 აგვისტო 2026,   13:32
ვრცლად
"ეს ადამიანი და მისი გუნდის წევრები შეპყრობილები არიან ხელისუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით და, შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის უკან დგას, კონკრეტულად, ბაჩო ახალაია და მისი თანაგუნდელები" - ირაკლი ჭეიშვილი

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ინტერვიუში აღიარა 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების საქმეზე დაკავებული ოპოზიციის ლიდერების ბრალეულობა, თავად კი დანაშაულისგან გამიჯვნა სცადა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, არეულობას ბაჩო ახალაია გეგმავდა და მონაწილეობდა პროცესებში, ამ ყველაფერს კი ფარდა ახლა აეხადა.

"ეს ადამიანი და, ზოგადად, მისი გუნდის წევრები შეპყრობილები არიან ძალაუფლების, ხელისუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით და, შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის უკან დგას, კონკრეტულად, ბაჩო ახალაია და მისი თანაგუნდელები. არავისთვისაა გასაკვირი, რომ გეგმავდა არეულობას ბაჩო ახალაია და მონაწილეობდა ამ პროცესებში, წლების განმავლობაში, უბრალოდ ფარდა ახლა აეხადა ყველაფერს.

პრაქტიკულად, აღიარებს კიდეც ახალაია, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდა, თუ რა განმარტებებს აკეთებს, იქიდან დასკვნის გამოტანა მარტივად შეიძლება. მთელი თვის განმავლობაში საუბრობდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე, მათ შორის, როგორც საქართველოში არსებული სახედაკარგული ოპოზიცია, ასევე, გარე ძალებიც," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

დღის ამბები