12 აგვისტო 2026,   14:17
ვრცლად
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ხაშურში, ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, იმერეთის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები