გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.
შედეგად, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა სამეგრელოში - ზუგდიდში სოფელ ახალ აბასთუმანში არსებულ ტბორზე მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.