ბელა მაქაცარიას საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მას კუჭის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
"ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ბელა თურქეთში გადაეყვანათ. ამჟამად ბელა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. დიაგნოზის გადამოწმება და შესაბამისი კვლევების ჩატარება ვერ ხერხდება, რადგან, დაბალი ჰემოგლობინის გამო, თავში ჰემატომები განუვითარდა. მის მოსაცილებლად საჭიროა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჰემოგლობინის ხელოვნურად აწევა, რათა დაიგეგმოს ოპერაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პროცედურები დროსთან არის დაკავშირებული, ოჯახი ხარჯებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ:
თბს
#GE85TB7527045061100066
საქართველოს ბანკი
#GE92BG0000000528224003
მიმღები, და: მარიამ მაქაცარია