05 აგვისტო 2026,   14:42
ვრცლად
"ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში დაპირისპირების გაჩენას, შფოთის შემოტანას და იმას, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს ეკონომიკური წინსვლა" - ლევან მახაშვილი "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ კამპანიაზე

"ქართულ ოცნებაში" "იგლ ჰილსის" ინვესტიციის წინააღმდეგ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიაზე საუბრობენ. "ალტ ინფო" სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს ყალბ ვიდეოებს. მასალაში პრემიერის სიტყვებია ამოჭრილი და დამონტაჟებულია, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ მასალებთან ერთად, სადაც თითქოს, უძრავი ქონების აგენტები რეკლამას აკეთებენ.

"უამრავი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია ეს ვიდეო, მეორე - ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი კავშირი "იგლ ჰილსთან" ამ პიროვნებებს არ აქვთ. პრემიერის ვიდეო არის დაჩეხილი, მიწებებულ-მოწებებული რამდენიმე მიზნით: პირველი, რომ გააჩინონ წინააღმდეგობა ამ კონკრეტული პროექტისადმი, ზოგადად, ეკონომიკური დივერსია მოუწყონ სახელმწიფოს და ეთნიკურ ნიადაგზე გააღვივონ შუღლი. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში დაპირისპირების გაჩენას, შფოთის შემოტანას და იმას, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს ეკონომიკური წინსვლა," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ავტორი: ლევან მახაშვილი

დღის ამბები