12 აგვისტო 2026,   13:12
ვრცლად
"მწვანე და აგრო სტიპენდიების" პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს

"მწვანე და აგრო სტიპენდიების" პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს. პროგრამა უკვე მეოთხე წელია ტარდება. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ აქტივობებში, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხება.

წელს სტიპენდია 72 სტუდენტს გადაეცა. გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გივი მიქანაძემ, დავით სონღულაშვილმა და მაია ბითაძემ.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ კვალიფიციური კადრები თითოეულ მიმართულებაში, თითოეულ დარგში. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, აგრეთვე აგრარული მიმართულებით არსებობს კვალიფიციური კადრები, რომლის წინაშე სამწუხაროდ, ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ზუსტად ამიტომ, ის პროგრამები, რომელსაც ჩვენი სამინისტროს ფორმატში ვახორციელებთ, არის მნიშვნელოვანი, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს დეფიციტურ კადრები. შესაძლებლობა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ და მიიღონ მონაწილეობა, მიიღონ განათლება,“ - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი. 

 

დღის ამბები