14 აგვისტო 2026,   23:22
ვრცლად
მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რა იქნება ფინანსური წყარო, ფული შეიძლება წამოვიდეს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან - ალენ ბერსე უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნაზე

ჰააგა უმაღლესი დონის დიპლომატიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომელზეც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია უნდა დაფუძნდეს. ნიდერლანდებშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პირადად მიიწვია. 

ოფიციალური თბილისი დღეს ხელს მოაწერს უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამაარსებელ კონვენციასაც. კომისია განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინაში და მის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებებით გამოწვეულ ზიანს და კიევის მოთხოვნებს, ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიღების შესახებ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებით, ფული, შესაძლოა, სხვადასხვა ფინანსური წყაროდან წამოვიდეს, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან.

"მნიშვნელოვანი დღე გვაქვს უკრაინისთვის ანგარიშვალდებულებისა და რეპარაციების უზრუნველყოფის მიზნით. შევქმენით საჩივრების კომისია. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭომ ზარალის ამსახველი რეესტრი შექმნა. ამ რეესტრში 86 ათასზე მეტი ზარალია რეგისტრირებული. საჭიროა ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა რეაგირების მიზნით, უკრაინის გრძელვადიანი განვითარებისა და სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ ეს იყოს განხილვის საგანი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებშიც. მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რა იქნება ფინანსური წყარო. ამ საკითხს განვიხილავთ საჩივრების კომისიის შემდეგ. ფული შეიძლება წამოვიდეს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან", - აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე.

დღის ამბები