12 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
საქართველო, როგორც ახალი თავგადასავლების ქვეყანა - ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთის ქალაქებში ეცნობიან

ქართული გასტრონომია, ღვინო, ზაფხულისა და ზამთრის კურორტები - საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთის ქალაქებში ეცნობიან. ათი ქართული კომპანია პოტენციურ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მუშაობს.

საქართველო, როგორც ახალი თავგადასავლების ქვეყანა - კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი ესწრებოდა. მათ შორის ისინი, ვინც საქართველოს უკვე კარგად იცნობენ და ისინიც, ვინც ქვეყნის აღმოსაჩენად ახლა ემზადებიან.

საქართველოს ცნობადობისა და ტურისტული ნაკადების გაზრდა - შეხვედრების მთავარი მიზანია. "როუდშოუები" პარიზსა და ლიონში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა. შეხვედრების გარდა საქართველოს პოტენციალის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების, ტელევიზიებისა პოდკასტების საშუალებით ვრცელდება.

მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს. შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.

დღის ამბები