13 აგვისტო 2026,   16:53
ვრცლად
საქართველოს და ამერიკის პოლიტიკური თანხვედრა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატიის მხილების გზაზე საქართველო მარტო აღარ არის

წლების განმავლობაში ოფიციალური თბილისის კრიტიკის ადრესატები კონკრეტული ევრობიუროკრატები და მათი უსამართლო მიდგომა იყო და დღეს თუ ვინმეს მიმართ შტატებს იმავე პოზიცია აქვს - ეს ევროკავშირია, სწორედ ამ თანხვედრაზე საუბრობს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, ის რის გამოც, ადრე საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულად მოიხსენიებდნენ, დღეს დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების განცხადებებში ხშირად ისმის.

ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანხვედრის საილუსტრაციოდ, ლევან მაჭავარიანმა სპეციალურ ქსელში 2 წუთიანი ვიდეოც გაავრცელა. სადაც ამერიკელი და ქართველი პოლიტიკოსების გზავნილები, ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ უკუსვლასა და ევრობიუროკრატების მიდგომებზე თითქმის იდენტურია.

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ოპოზიციაც კი აღიარებს, რომ ქართველი და ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები ერთნაირია. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ, რომ ეს პოლიტიკურ თანხვედრას არ ნიშნავს.

არც განსხვავება და არც თანხვედრა, არამედ მთავარი მმართველი გუნდისთვის სიმართლეა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატიის მხილების გზაზე საქართველო მარტო აღარ არის. შტატების ახალი ადმინისტრაცია უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რაზეც "ქართული ოცნება" დიდი ხნით ადრე აპელირებდა.

არაერთი უსამართლო კრიტიკის მოსმენის შემდეგ, მმართველი გუნდი დღეს დარწმუნებულია, რომ მომავალში მათ პოლიტიკურ ხედვას შტატებთან ერთად, სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

დღის ამბები