13 აგვისტო 2026,   21:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის ფორუმზე, ვლადიმერ პუტინის დასწრების გამო, მის მიმართ კრიტიკაზე - ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა, სადაც ისინი თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმზე, სადაც საქართველოს პრემიერი იმყოფება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ოპოზიციის მორიგი სპეკულაციაა და "სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს."

"ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად არასერიოზული და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც სუფევს დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. ამიტომ, აქ სიღრმისეული კომენტარების გაკეთება მგონი არ ღირს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები