14 აგვისტო 2026,   22:15
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ყაზახეთის პრეზიდენტთან ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ

ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.

"მოხარული ვარ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ", - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები