"პატივცემულო ირაკლი კობახიძე, გმადლობთ საფუძვლიანი და შინაარსიანი გამოსვლისთვის, რომელშიც აღნიშნეთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც რეგიონული სტაბილურობის და საერთაშორისო დიალოგის პრინციპების წინ წაწევას ეხება," - ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - "მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამ მიმართულებებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ხანგრძლივი ზრდის და ურთიერთდაკავშირებადობისთვის. ჩვენს ქვეყნებს კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რომელიც ურთიერთპატივისცემას და თანამშრომლობის გაღრმავების სწრაფვას ეფუძნება," - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.