14 აგვისტო 2026,   21:57
ვრცლად
"მესმის, რომ ნიკა ობოლაძე ფრუსტრირებულია, იმიტომ, რომ მან სულ არასწორი არჩევანი აკეთა მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლის, ნიკა ობოლაძის განცხადებებს გამოეხმაურა. ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს, რომ ქვეყანას ქმედითი ხელისუფლება ჰყავს.

თამარ ჩერგოლეიშვილს არ უკვირს, რომ ნიკა ობოლაძე იმედგაცრუებულია, რადგან მან ყოველთვის არასწორი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა.

"მე მესმის, რომ ნიკა ობოლაძე ფრუსტრირებულია, იმიტომ, რომ მან სულ არასწორი არჩევანი აკეთა მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში. იარა ავტოკრატების გზაზე. 4 ოქტომბერს დაწყების, 4 ოქტომბერს დასრულების და თბილისის გამოგლეჯის ჰალუცინაციების მხარდამჭერის უფრო ღრმა ანალიზი ზედმეტი იქნება ქართული მაყურებლისთვის. კანონზომიერია ნიკა ობოლაძის კონვულსიებიც და ფრუსტრაციაც, იმიტომ, რომ სააკაშვილი და ხაზარაძე - კარიკატურული ავტოკრატები მართლაც დამარცხებულები არიან, რაც იმარჯვებს არის დემოკრატიული პროცესი, რომელსაც ვხედავთ რუსთაველზე," - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დღის ამბები