12 აგვისტო 2026,   12:51
ვრცლად
"საგულისხმოა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი უკვე ითვალისწინებს შესაბამის გარანტიებს იმისთვის, რათა უმაღლესი განათლების რეფორმა იქნეს მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართული" - თორნიკე ჭეიშვილი

36 285 000 000 ლარი - ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითად პრიორიტეტებად ჯანდაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე სოციალური პროექტები სახელდება. გათვალისწინებულია პენსიების მატება, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა.

ანაზღაურება 10%-ით გაეზრდებათ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს.

"ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც ადგილი ეთმობა, ერთის მხრივ, შესაბამის სოციალურ პროექტებს, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ისე ინფრასტრუქტურულ საკითხებს და, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე. საგულისხმოა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი უკვე ითვალისწინებს შესაბამის გარანტიებს იმისათვის, რათა უმაღლესი განათლების რეფორმა იქნეს მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართული," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი.

დღის ამბები