14 აგვისტო 2026,   23:02
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ამ აქტის შინაარსი ვერ იქნება სენატში და კონგრესში სრული მხარდაჭერის მქონე" - გიორგი შარაშიძე "მეგობარი აქტის" შესახებ

აშშ-ის სენატში "მეგობარი აქტის" მიღების ინიციატივის ჩავარდნას ოპოზიციაში ეხმაურებიან. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პროცედურის შეჩერების მიზეზი გახდა ის, რომ ეს კანონპროექტი ითხოვს მეტ დროს, რომ უფრო დაბალანსებული პოზიცია ჩამოაყალიბოს ამერიკის სენატმა საქართველოსთან დაკავშირებით.  

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ამ აქტის შინაარსი ვერ იქნება სენატში და კონგრესში სრული მხარდაჭერის მქონე. ეს ფაქტია და ამას არავინ უარყოფს. იქ რომ ყველა კანონზე და ინიციატივაზე განსხვავებული პოზიციები არსებობს, დემოკრატიაა. საბოლოო ჯამში, ამ პროცედურის შეჩერების გადაწყვეტილება არის იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონპროექტი ითხოვს მეტ დროს, რომ უფრო გონივრული, უფრო დაბალანსებული და უფრო სწორი პოზიცია ჩამოაყალიბოს ზოგადად ამერიკამ და ამერიკის სენატმა საქართველოსთან დაკავშირებით", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები