13 აგვისტო 2026,   16:52
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოწვევით, 3 დეკემბერს, თბილისს, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაცია ეწვევა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოწვევით, 3 დეკემბერს, თბილისს, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაცია ეწვევა. გაიმართება შეხვედრა "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან. გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. შედგება შეხვედრები პარლამენტსა და საკრებულოში.

"გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც ეფუძნება მხარეებს შორის ურთიერთგაგებას, საერთო პროექტებში თანამშრომლობას და მჯერა, რომ ამ მემორანდუმით და ზოგადად, პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ამ კავშირით კიდევ უფრო გაძლიერდება ორ ხალხს შორის ურთიერთობები და კიდევ უფრო გაძლიერდება ახალგაზრდებს შორის ურთიერთობები ორივე ქვეყნის მხრიდან. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვქონდა მემორანდუმი ასევე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ასე რომ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ახალგაზრდებისთვის კიდევ ძალიან ბევრი რამ გაკეთდეს", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

დღის ამბები