13 აგვისტო 2026,   20:37
ვრცლად
ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა გახლავთ და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლი, ამ მხრივ იყოს საინტერესო ინდოეთისთვის ევროპასთან დასაკავშირებლად - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პარლამენტს ეწვია. საქართველოს დელეგაციას მიესალმნენ და პატივი მიაგეს ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის სხდომებზე. შალვა პაპუაშვილმა ჩანაწერი გააკეთა ინდოეთის პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში.

ცერემონიული ნაწილის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთში დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

"დღევანდელი შეხვედრები ძირითადად ეძღვნება ეკონომიკურ ურთიერთობებს. ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა გახლავთ და მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლი ამ მხრივ იყოს საინტერესო ინდოეთისთვის ევროპასთან დასაკავშირებლად. პარლამენტები ყოველთვის ასრულებენ მნიშვნელოვან როლს იმისთვის, რომ შექმნან შესაბამისი პოლიტიკური გარემო მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს თემები კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს პარლამენტებსა და ქვეყნებს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები