საინფორმაციო კამპანია - "პროფესია პოლიციელი" გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით საჯარო სკოლების მოსწავლეებს საპოლიციო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
კამპანიის მიზანი მოზარდებში პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაცია. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დანაყოფების საქმიანობას და ჩაერთონ სიმულაციურ აქტივობებში.
საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები თავად უზიარებენ ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას. კამპანია "პროფესია პოლიციელი", პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საჯარო სკოლების 4 000-მდე მოსწავლე მიიღებს.