14 აგვისტო 2026,   23:12
ვრცლად
Eagle Hills-ის პროექტის განხორციელება რამდენიმე თვეში დაიწყება - მმართველი გუნდის თქმით, იმ ბენეფიტებთან ბრძოლა, რომელსაც საქართველო 6.5 მილიარდიანი ინვესტიციით მიიღებს, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ააშკარავებს

წარმატება ეკონომიკის 11 მილიარდით გამდიდრებას, ბიუჯეტში კი ყოველწლიურად 700 მილიონი ლარის შენატანს გულისხმობს - ამ ეკონომიკურ ბენეფიტებთან ბრძოლა, რომელსაც საქართველო 6.5 მილიარდიანი ინვესტიციით მიიღებს, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ააშკარავებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი, იმ მეგა პროექტის დაზიანებაა, რომლის შედეგადაც ქვეყანა, ევროპული ტიპის ორ თანამედროვე ქართულ დასახლებას მიიღებს, სახელმწიფოს კი სხვა მსხვილი ინვესტორების მოზიდვის საშუალებას მისცემს.

პრემიერ-მინისტრის განმარტების მიუხედავად, ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდისთვის, მაინც გაუგებარია, რატომ არ საჯაროვდება მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება. ანალოგიური კითხვა დარჩა გახარიას გუნდსაც, რომელმაც ირაკლი კობახიძის დეტალური განმარტება, გუშინ სხდომათა დარბაზშიც მოისმინა. კონკრეტული პასუხის მიუხედავად ექსპრემიერის პარტიამ ვერც ის გაიგო, რომელი ქვეყნის კანონმდებლობით განხორციელდება დეველოპერული პროექტი.

ბიზნეს წარსულის მქონე ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს დღეს საერთაშორისო პრაქტიკა "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთხელ შეახსენეს და განუმარტეს, რომ ისეთი მსხვილი ინვესტორი, როგორიც "იგლ ჰილსია", კომერციული საიდუმლოს დაცვას, თავად ითხოვს. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მეგაპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია, უცხოეთიდან იმართება.

ოპონენტების სპეკულაციებსა და პროექტის დისკრედიტაციის კამპანიაზე, პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა. 2 საათიანი ინტერპელაციის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიწის თანამესაკუთრე საქართველოს სახელმწიფოა, ინვესტორს კი მისი გასხვისების უფლება არ აქვს. ქვეყანას არც ვალდებულებები გააჩნია "იგლ ჰილსთან". თავად ინვესტორი კი ვალდებულია პროექტის განხორციელება და მენეჯმენტი უზრუნველყოს.

6.5 მილიარდიანი ისტორიული პროექტის განხორციელება თბილისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყება. მშენებლობის მიმდინარეობისას 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დამატებით 8 000 ადამიანი მუდმივად დასაქმდება.

დღის ამბები