13 ივნისი 2026,   14:56
ვრცლად
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ე.დ. ქობულეთში დააკავეს.

უწყების ცნობით, მსჯავრდადებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დღის ამბები