სიღნაღში შემოდგომის ფესტივალი იმართება. ქალაქის მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კულინარიული სივრცეებია მოწყობილი.
ადგილზე მისულ სტუმრებს შემეცნებითი და გასართობი აქტივობებიც დახვდებათ. შემოდგომის ფესტივალზე პარლამენტის თავმჯდომარე, კანონმდებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.