13 აგვისტო 2026,   16:57
ვრცლად
რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა

რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გუნდმა თეონა ცირამუას დირიჟორობით, ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შეასრულა. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი ესწრებოდა.

წელს საქართველო, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, ვატიკანის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში, პირველად მონაწილეობს.

დღის ამბები